Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ნატოს სამიტისაგან „მაქსიმალურ შედეგს“ მოელის


საქართველოს-პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ნატოს უელსის სამიტზე მაქსიმალურად ასახულიყო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ამის თაობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ყოველწლიურ „ამბასადორიალზე“ ისაუბრა. „ჩვენ დღითიდღე ვუახლოვდებით ნატოს. მესმის, რომ გარკვეული ქვეყნების მხრიდან არ იყო ერთსულოვნება ამ პოზაციაზე, მაგრამ ჩვენი მხრიდან ძალისხმევა არ დაგვიკლია, რომ მაქსიმალური შედეგი არ წამოგვეღო და მე მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ“, - განაცხადა ნატოს მოახლოებული უელსის სამიტზე საქართველოს მოლოდინის შესახებ საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG