Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა დასრულებულად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ სამხედო ოპერაცის ღაზის სექტორში გაგრძელდება მანამ, სანამ მიღწეული არ იქნება მთავარი მიზანი: ტერორისტების ინფრასტრუქტურის განადგურება და ისრაელის მოქალაქეებისათვის გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება. ისრაელმა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად დაგმო ღაზის სექტორში, 3 აგვისტოს გაეროს თავშესაფარში მოქმედ სკოლაზე განხორციელებული გამანადგურებელი იერიშები. სკოლაში თავს აფარებდა 3000-მდე პალესტინელი, რომლებიც საომარ მოქმედებებს გამოექცნენ. ცეცხლი შეწყვეტის გამოცხადებიდან ძალიან მალე ცნობილი გახადა, რომ ისრაელის არმიამ ავიადარტყმით ექსტრემისტული ჯიჰადისტური დაჯგუფების მეთაური დანიელ მანსური მოკლა. აღნიშული დაჯგუფება ჰამასის მჭიდრო მოკავშირეა. თავად მანსურს კი ისრაელის რაკეტა მის საცხოვრებელ სახლში მისწვდა. ჰამასის ინფორმაციით, საავიაციო თავდასხმას ღაზის სექტორში ერთი ბავშვიც ემსხვერპლა. ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე 28 დღიანი საბრძოლო დაპირისპირებას, პალესტინელი ოფიციალური პირების მონაცემებით, 1,770-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, უმეტესად სამოქალაქო პირები. ისრაელის მხარეს დაიღუპა 64 სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG