Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა


საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა
დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა, მათ შორის მერის მოადგილეები. თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა, მერის მოადგილეები კი გახდნენ ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე. ახალი მერის, დავით ნარმანიას თქმით, კანდიდატები მან პროფესიონალიზმის, მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მიხედვით შეარჩია. რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგებლებს, საბურთალოს გამგებლი გახდა ბექა მიქაუტაძე, ვაკის - გივი ჭიჭინაძე, მთაწმინდის - გელა არჩვაძე, ჩუღურეთის - ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის - ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის - ზაზა გაბუნია, გლდანის - ბესიკ ქარცივაძე, კრწანისის - გიორგი კოპალეიშვილი, ისნის - ვახტანგ ქიზიყურაშვილი, სამგორის კი - მამუკა ჩოქური. საკრებულოს ოპოზიციამ თბილისის მთავრობის შემადგენლობას მხარი არ დაუჭირა.

XS
SM
MD
LG