Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთი რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს


მოლდავეთის მთავრობამ მოსკოვს მოუწოდა ჯარი გაიყვანოს დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონიდან. ეს განცხადება 5 აგვისტოს გაავრცელა მოლდავეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ - მან რუსეთს მოუწოდა დნესტრისპირეთიდან გაიყვანოს 1,500 ჯარისკაცი და მძიმე შეიარაღება, როგორც ამას ითვალისწინებს ეუთოს 1999 წლის სამიტზე მიღწეული შეთანხმება. რუსეთმა 4 აგვისტოს მოლდავეთს და უკრაინას ბრალი დასდო, თითქოს ისინი ცდილობენ მოსკოვს ხელი შეუშალონ დნესტრისპირეთში მყოფ სამხედროებთან კავშირის ქონაში. დნესტრისპირეთი მოლდავეთს 1990 წელს გამოეყო გავრცელებული შიშით, რომ ის რუმინეთთან აპირებდა გაერთიანებას. 1992 წლის ომში 1,500-მდე ადამიანი დაიღუპა. მიმდინარე თვეში მოსკოვმა ემბარგო გამოაცხადა მოლდავეთის ხილზე - მას შემდეგ, რაც კიშინიოვმა ივნისში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა.

XS
SM
MD
LG