Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო სააკაშვილის საქმეზე საჩივრის განხილვა


გავრცელებული ცნობებით, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო სარჩელის განხილვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ყოფილ მაღალჩინოსნებს 2 აგვისტოს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ. პროკურატურამ ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, "საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია ‘იმედში’ შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას".

XS
SM
MD
LG