Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მისურის შტატში სისრულეში მოიყვანეს სასიკვდილო განაჩენი


აშშ-ის მისურის შტატში სისრულეში მოიყვანეს სასიკვდილო განაჩენი, რომელიც სასამართლომ გამოუტანა მაიკლ უორთინგტონს. უორთინგტონი 43 წლის იყო. 1995 წელს მან გააუპატიურა და მოკლა თავისი მეზობელი ქალი. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეს სისრულეში მოყვანილი მეშვიდე განაჩენია მისურის შტატში. უორთინგტონი პირველი დამნაშავეა, რომელიც სასიკვდილო ინექციის გამოყენებით მოკლეს - მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ასეთივე რამ პროცედურის დარღვევით განხორციელდა. მაშინ, არიზონის შტატში, ბრალდებულმა ორ საათს იწვალა ჰაერის უკმარისობის გამო. აპრილში, ოკლაჰომის შტატში, სიკვდილმისჯილი პირი გულის შეტევით გარდაიცვალა სასიკვდილო პროცედურის დაწყებიდან 43 წუთის შემდეგ. სირთულეები აშშ-ის პენიტენციურ სისტემაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპის სამედიცინო კომპანიებმა გადაწყვიტეს, შეეწყვიტათ აშშ-ისთვის იმ მედიკამენტების მიწოდება, რომლებსაც სიკვდილით დასჯისას იყენებენ. მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებს შორის სიკვდილით დასჯა მხოლოდ იაპონიასა და აშშ-ში მოქმედებს.

XS
SM
MD
LG