Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირებს სამედიცინო დაწესებულების არჩევის უფლება პირველი სექტემბრიდან ექნებათ


სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პირებს 1 სექტემბრიდან თავად შეეძლებათ სამედიცინო დაწესებულების არჩევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე აცნობა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ. მისი განმარტებით, საკითხზე მინისტრთა კაბინეტი სწორედ დღეს იმსჯელებს. „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვითი პროექტები მთლიანად გადადის ერთიანი გადამხდელის პრინციპზე, რაც ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა მოქალაქეს, რომელიც ამ პროგრამით სარგებლობს, მიენიჭება სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

XS
SM
MD
LG