Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა განაახლა საჰაერო იერიშები ღაზის სექტორზე


ისრაელმა განაახლა საჰაერო დარტყმები ღაზის სექტორში მდებარე ობიექტებზე მას შემდეგ, რაც დღეს დილით ღაზიდან ისრაელზე ათზე მეტი სარაკეტო იერიში მიიტანეს. პალესტინელთა იერიშამდე ცოტა ხნით ადრე ამოიწურა ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიღწეული სამდღიანი საზავო შეთანხმება. პალესტინელთა წარმომადგენლის თქმით, ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპა ათი წლის ბავშვი. გუშინ კაიროში უშედეგოდ დამთავრდა მოლაპარაკება საზავო შეთანხმების გაგრძელების თაობაზე. „ჰამასის“ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ზავს არ გააგრძელებს, რადგან ისრაელი უარს ამბობს პალესტინელთა მოთხოვნების შესრულებაზე. „ჰამასის“ ძირითად მოთხოვნებს შორის არის ღაზის სექტორის ბლოკადის შეწყვეტა და რეგიონში საზღვაო პორტის გახსნა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ღაზის სექტორში 1900-მდე პალესტინელი დაიღუპა, უმეტესწილად - მშვიდობიანი მოქალაქეები. დაიღუპა, აგრეთვე ისრაელის 64 სამხედრო მოსამსახურე და სამი სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG