Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ირანმა ბირთვულ საკითხებზე კონსტრუქციული მოლაპარაკება გამართეს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ჟენევაში, აშშ-ისა და ირანის მთავრობათა წარმომადგენლებმა "კონსტრუქციული დისკუსია გამართეს" თეირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვაშინგტონის დელეგაციას სათავეში უდგას სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი. ირანის მხარეს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აბას არაყჩი. ივლისში ირანისა და მსოფლიოს ექვსი ქვეყნის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის - წარმომადგენლებმა ვერ მოილაპარაკეს ირანის ბირთვულ კრიზისთან დაკავშირებით საბოლოო და ყოვლისმომცველი შეთანხმების პირობებზე. ამის შემდეგ მხარეებმა გადაწყვიტეს, მოლაპარაკების ვადა ნოემბრამდე გაეგრძელებინათ. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს ირანის მიმართ მოქმედი სანქციების შერბილებას, რის პასუხადაც ირანმა უნდა შეწყვიტოს საქმიანობა, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას შეიძლება უკავშირდებოდეს. აშშ და მისი მოკავშირეები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა სურს, თეირანი კი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა.

XS
SM
MD
LG