Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკელი სეპარატისტები მზად არიან საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად


ამის თაობაზე განაცხადა თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტმა ალექსანდრ ზახარჩენკომ. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰუმანიტარული კატასტროფის მასშტაბების გავრცელება დონბასში. ცეცხლის შეწყვეტას და დონბასში ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას ითხოვს რუსეთი, რომლის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ამერიკელ და გერმანელ კოლეგებს მოუწოდა, რათა მხარი დაუჭირონ აღმოსავლეთ უკრაინაში „ჰუმანიტარული ოპერაციის“ დაწყებას. თუმცა, რუსეთის მიერ ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყების მიღმა შენიღბულ სამხედრო აგრესიას ხედავს უკრაინის ხელისუფლება. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვალერი ჩალიმ უთხრა ჟურნალისტებს, კიევმა დიპლომატიური არხებით აღკვეთა რუსეთის ინტერვენცია, რომელიც ჰუმანიტარული ბადრაგის სარჩულით უნდა განხორციელებულიყო.

XS
SM
MD
LG