Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი და პალესტინელები დათანხმდნენ ეგვიპტის საზავო წინადადებაზე


კაიროში მიმდინარე მოლაპარკებებზე პალესტინელთა დელეგაცია დათანხმდა ეგვიპტის წინადადებაზე, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელთან ახალ 72-საათიან ზავს ითვალისწინებს. დელეგაციის ერთ-ერთი წევრის თქმით, პალესტინელები დათანხმდნენ იმ მიზნით, რომ მოლაპარაკებები განაახლონ ისრაელთან ღაზის სექტორში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. ისრაელმა მიიღო ეგვიპტის წინადადება 72-საათიანი ზავის თაობაზე. ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კაიროში დელეგაციას გაგზავნის პალესტინელებთან მოლაპარაკებებისთვის, თუკი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ დაირღვევა. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საზავო მოლაპარაკებებს არ გამართავს დაჯგუფება ჰამასთან ეგვიპტის შუამავლობით მანამდე, სანამ ღაზიდან გრძელდება ისრაელის ტერიტორიისკენ სროლა.

XS
SM
MD
LG