Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში გაიმართა ალიევის, სარქისიანისა და პუტინის სამმხრივი შეხვედრა


დღეს სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, გაიმართა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თაობაზე. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს აქვთ კეთილი ნება, მშვიდობიანად მოაგვარონ კონფლიქტი. როგორც იტყობინებიან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ კონფლიქტი უნდა მოგვარდეს, ვინაიდან ის ძალზე დიდხანს გრძელდება. ახლახან მხარეებს შორის დაძაბულობა კვლავ გამწვავდა მთიანი ყარაბაღის რეგიონში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს აზერბაიჯანის ჯარებსა და მთიანი ყარაბაღის პროსომეხ მებრძოლებს შორის. შეტაკებები მოხდა ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარებს შორის. ძალადობის უკანასკნელი ესკალაციისას სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG