Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუიზიანაში სროლის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ადამიანი


აშშ-ში, ლუიზიანის შტატში სროლის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ადამიანი, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ახალი ორლეანის პოლიცია. ინციდენტი ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათისთვის მოხდა. პოლიციის წარმომადგენლის სიტყვებით, დაჭრილთა შორისაა ორი მცირეწლოვანი. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმხილველთა ინფორმაციით, ინციდენტის ადგილას მათ დაინახეს მუქი ფერის მანქანა ლუიზიანის შტატის ნომრებით. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მანქანაში რამდენიმე აფროამერიკელი იჯდა.

XS
SM
MD
LG