Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ოპონენტები


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ მძაფრად გააკრიტიკა მკაცრი ხაზის მომხრე თავისი ოპონენტები, ვინც ეწინააღმდეგება მსოფლიოს სახელმწიფოებთან ირანის შეთანხმებას ბირთულ სფეროში და მათ „პოლიტიკური მშიშრები“ უწოდა. ეს მან ტელევიზიით 11 აგვისტოს განაცხადა, ირანის ელჩებთან ტრადიციული შეხვედრის დროს. როჰანის თანახმად, „ ყოველთვის როცა მოლაპარაკებები გვაქვს, ისინი კანკალს იწყებენ. ჯანდაბამდის გზა გქონიათ, წადით, მოძებნეთ თქვენთვის თბილი ადგილი“. როჰანიმ შარშან, აგვისტოში, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ განაახლა დასავლეთთან ბირთვულ სფეროში მოლაპარაკება. მკაცრი ხაზის მომხრეები ეწინააღმდეგებიან გარდამავალ შეთანხმებას ბირთვულ სფეროში, რადგან თვლიან, რომ თეირანი დიდ დათმობებზე წავიდა. გრძელვადიანი შეთანხმებისთვის ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს ჯერ არ მიუღწევიათ.

XS
SM
MD
LG