Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობინ უილიამსმა თავი მოიკლა

ამერიკელმა მსახიობმა და კომიკოსმაი რობინ უილიამსმა თავი მოიკლა, - განაცხადა კალიფორნიის მარინის ოლქის შერიფის ოფისმა. რობინ უილიამსი თავის სახლში იპოვეს მკვდარი. ის 63 წლის იყო. საბოლოო დასკვნა გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. მიმდინარე წლის ივლისში ჟურნალისტები წერდნენ, რომ რობინ უილიამსი ნარკოტიკებზე და ალკოჰოლური დამოკიდებულების პროგრამის ფარგლებში, სპეციალურ კლინიკაში მკურნალობდა. რობინ უილიამსი ოსკარისა და რამდენიმე "ოქროს გლობუსის" მფლობელი იყო.

XS
SM
MD
LG