Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერი ხალხს მიმართავს ოპოზიციის აქციების წინ


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაზ შარიფმა, 12 აგვისტოს ერადმი მიმართვაში, რისი მიზანიც პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვაა, თქვა, რომ ბოლო არჩევნების სამქეს დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ გამოიძიებენ. პაკისტანში ორი ოპოზიციური ჯგუფის მიერ ორ დღეში მასობრივი საპროტესტო აქციებია დაგეგმილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ოპოზიციური პარტიების აზრით, 2013 წლის არჩევნები, რომლის შედეგადაც შარიფმა გაიმარჯვა, გაყალბებული იყო. ნავაზ შარიფმა განაცხადა თავის მიმართაში, რომ ის პატივს სცემს ხალხის უფლებას, გამოხატონ აზრი, მაგრამ საპარლამენტო წარმომადგენლობის საკითხი ქუჩის გამოსვლებში არ უნდა მოგვარდეს.

XS
SM
MD
LG