Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადა მზადაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადასცეს ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა


კანადის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, იგი მზად არის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადასცეს ექსპერიმენტული პრეპარატი ებოლას მომაკვდინებელი ვირუსის სამკურნალოდ. ჯანდაცვის მინისტრის რონი ამბროზის სიტყვებით, კანადა ორგანიზაციას გადასცემს 800-დან ათასამდე ვაქცინას, რომელიც ადამიანზე აქამდე არ გამოუცდიათ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის საჭირო რაოდენობით წარმოებას ნახევარი წელი დასჭირდება. დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, დაავადებულია 2000-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG