Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშრაფ ღანი ძალაუფლების განაწილებას ეჭვქვეშ აყენებს


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა აშრაფ ღანიმ ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ძალაუფლების განაწილება მის მეტოქესთან, აბდულა აბდულასთან. მისი თქმით შეთანხმება ორაზროვანია და განმარტებებს საჭიროებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გასულ კვირას ორივე კანდიდატს მოუწოდა ხელი მოეწერათ შეთანხმებისათვის, რომელიც უზრუნველყოფდა ძალაუფლების გადანაწილებას იმისდა მიუხედავად, თუ ვინ აღმოჩნდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული 8 მილიონი ბიულეტენის გადათვლის შემდეგ. შეთანხმების მიხედვით მეორე ადგილზე გასული უნდა გახდეს „მთავარი აღმასრულებელი“ და პრეზიდენტთან ერთად გადაინაწილოს კონტროლი გადაწყვეტილებების ნაწილზე - მაგალითად არმიისა და უშიშროების შეფების დანიშვნაზე. 12 აგვისტოს, ქაბულში სიტყვით გამოსვლისას ღანიმ თქვა, რომ „ორმაგი მმართველობა შეუძლებელია“ და დაამატა, რომ „მთავარი აღმასრულებლის თანამდებობა პრეზიდენტის დისკრეციაა“.

XS
SM
MD
LG