Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო უმასპინძლებს 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას


2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას საქართველო, კერძოდ ბათუმი უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ნორვეგიაში მიიღეს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესის დელეგატებმა. ოლიმპიადის მასპინძლობა სურდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კეიპტაუნსაც, რომელმაც კენჭისყრისას 51, ბათუმმა კი 93 ხმა მიიღო. დელეგატებს საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა. მისი თქმით, საქართველომ უმნიშვნელოვანესი ტურნირის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობას მთელი ქვეყნის გამარჯვება უწოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა. მისი ინფორმაციით, ხელისუფლება მზად არის ოლიმპიადის ორგანიზებისთვის 20 მილიონი დოლარი დახარჯოს და უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს 170 ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც 2018 წელს ბათუმს ეწვევიან.

XS
SM
MD
LG