პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ათასობით პირი შეუერთდა ანტისამთავრობო აქციებს, რომლებიც მიზნად ისახავს მთავრობის გადაყენებას. კრიკეტის ყოფილმა მოთამაშემ, ამჟამად პოლიტიკოსმა იმრან ხანმა და პოპულისტმა სასულიერო პირმა, ტაჰირ ულ ყადრიმ ცალ-ცალკე გამოაცხადეს, რომ 14 აგვისტოს - პაკისტანის დამოუკიდებლობის დღეს - ისლამაბადში საპროტესტო აქციები გაიმართებოდა. ხანიც და ყადრიც აცხადებენ, რომ 2013 წლის არჩევნები - რომელმაც ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი მოიყვანა - გაყალბებული იყო. ისინი მოითხოვენ შარიფის გადადგომას და ხელახალი არჩევნების გამართვას. მთავრობამ გადაწყვიტა ნებართვა გაეცა ხანის დემონსტრაციის გამართვაზე - მას შემდეგ, რაც მიიღო დაპირებები, რომ ხანის მომხრეები მშვიდობიან აქციას გამართავდნენ. თუმცა შეტაკებების შიშით მთავრობამ ყადრის არ მისცა დემონსტრაციის გამართვის უფლება.
ყველაზე პოპულარული
1