Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის კოლონის ტვირთს ამოწმებენ საზღვრის პირა რეგიონში


უკრაინის წარმომადგენლებმა დაიწყეს რუსეთიდან უკრაინისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონის შემოწმება. ცნობით, უკრაინის სასაზღვრო დაცვის და საბაჟოს ათეულობით წარმომადგენელი შევიდა რუსეთში, რათა შეამოწმონ 250 მანქანისგან შემდგარი კოლონის ტვირით. რუსეთის თანახმად, ტვირთი შეიცავს სასმელ წყალს, სურსათს და სხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოსავლეთ უკრაინაში მოქალაქეებისთვის. დასავლეთის ოფიციალურმა წარმომადგენლები შიშობენ, რომ რუსეთის ასეთი აქცია სამხედრო შეჭრის საბაბი შეიძლება იყოს. რუსეთის ათეულობით ჯავშანმანქანა შეუერთდა კოლონას როსტოვის ოლქში, უკრაინის საზღვრის ახლოს, 15 აგვისტოს. ინფორმაცია ამის შესახებ, რომ 23 ჯავშანმანქანა შევიდა უკრაინაში, ადგილიდან გაავრცელა ბრიტანული გარდიანის და „ტელეგრაფის“ კორესპონდენტებმა. დონეცკიდან გავრცელდა ცნობა, რომ დაბომბვის დროს 11 სამოქალაქო პირი მოკლეს გასული 24 საათის განმავლობაში. არმიის ცნობით, ბრძოლა გრძელდება ლუგანსკთანაც.

XS
SM
MD
LG