Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიამ გაანადგურა რუსეთის შეირაღებული კოლონის ნაწილი


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის არმიამ გაანადგურა რუსეთის შეირაღებული კოლონის ნაწილი, რომელმაც უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. პრეზიდენტის პრეს სამსახურის თანახმად, პოროშენკომ სატელეფონო საუბრისას უთხრა ბრიტანეთის პრემიერს, დევიდ კამერონს, რომ აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. უკრაინის არტილერიის მიერ. ორი ბრიტანული გაზეთი იტყობინებოდა 14 აგვიტოს, რომ უკრაინაში შევიდა რუსეთის 23 ჯავშანმანქანა. ისინი მოგვიანებით რუსეთის ჰუმანიტარულ კოლონას შეუერთდნენ საზღვრის მახლობლად. უკრაინის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა რუსულ კოლონას დარტყმა მიაყენეს მაშინვე, როცა ის უკრაინაში შევიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალად დასდო უკრაინას, რომ შეეცადა ხელი შეეშალა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჰუმანიტარული მისიისთვის და მოწოდება გამოთქვა, ტვირთის მისატანად ცეცხლი შეწყვიტონ.

XS
SM
MD
LG