რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთი სამხედრო კოლონის განადგურებას. უკრაინის სამხედრო ძალებმა ან ფანტომები, ანდა საკუთარი სამხედრო კოლონა გაანადგურესო,- განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა. მანამდე ანდრეი ლისენკომ, უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა რუსეთის სამხედრო კოლონის განადგურების ფაქტი. „ვადასტურებ, რომ სამხედრო კოლონას თვალს ვადევნებდით, ის მუდმივად იყო ჩვენი დაზვერვისა და შეიარაღებული ძალების დაკვირვების ქვეშ. მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები და კოლონის ნაწილი უკვე აღარ არსებობს.“ უკრაინის არმიის მიერ რუსეთის შეირაღებული კოლონის ნაწილის განადგურების შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ სატელეფონო საუბრისას მიაწოდა ბრიტანეთის პრემიერს, დევიდ კამერონს.
ყველაზე პოპულარული
1