Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ოპოზიციის ლიდერი პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს


პაკისტანის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იმრან ხანი აცხადებს, რომ იგი ისლამაბადში გამართავს საპროტესტო გამოსვლებს, სანამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი არ გადადგება. ლაჰორში მომიტინგეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას, 16 აგვისტოს ხანმა განაცხადა, რომ იგი საპროტესტო მსვლელობას ამ მოთხოვნით 16 აგვისტოს პაკისტანის დედაქალაქში გამართავს. იმრან ხანი, წარსულში კრიკეტის ვარსკვლავი ნავაზ შარიფს 2013 წლის არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს. 15 აგვისტოს პაკისტანის ქალაქ გუჯრანვალაში შეტაკებას ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც ათასობით დემონსტრანტი, რომელსაც იმრან ხანი ედგა სათავეში ისლამაბადისკენ დაიძრა. ოპოზიცია აცხადებს, რომ მის კოლონებს ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა, პოლიცია უარყოფს ამ ინფორმაციას.

XS
SM
MD
LG