Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანული მედიის თანახმად ქვეყნის დაზვერვამ აშშ-ის ლიდერების საუბარს მოუსმინა


პოპულარული გერმანული გაზეთის „შპიგელის“ თანახმად, გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახური აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისა და მისი წინამორბედის, ჰილარი კლინტონის საუბრებს უსმენდა. 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ სპეცსამსახურმა, რომელიც გერმანული აკრონიმით BND-თია ცნობილი, ჯონ კერის მიერ 2013 წელს სატელიტური ტელეფონის მიერ განხორციელებულ საუბარს მოუსმინა. „შპიგელი“ ირწმუნება, რომ გერმანიის საგარეო დაზვერვამ ასევე ჩაიწერა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის 2012 წლის სატელეფონო საუბარი. გაზეთი არ ასახელებს საკუთარ წყაროს, თუმცა პუბლიკაციაში მითითებულია, რომ სატელეფონო საუბარის ჩაწერა შემთხვევით მოხდა, როდესაც სპეცსამსახურის თანამშრომლები ახლო აღმოსავლეთის სატელეკომუნიკაციო საშუალებებზე აწარმოებდნენ თვალთვალს. წლის დასაწყისში ბერლინმა ვაშინგტონს დასდო ბრალი გერმანიაში ჯაშუშური საქმიანობისათვის. „შპიგელის“ თანახმად გერმანიის სამხედრო დაზვერვა მონიტორს ნატოს პარტნიორ თურქეთზეც ახორციელებს.

XS
SM
MD
LG