Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო სამთავრობო ჯარების მიერ ქალაქ ჟდანივკას გათავისუფლებაზე იტყობინება


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საკუთარი ტვიტერის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, სამთავრობო ჯარების მიერ ქალაქ ჟდანივკას დაკავების შესახებ, რომელიც ქალაქ დონეცკიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. „ქალაქი ჟდანივკა გმირულად იქნა დაკავებული უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ. დიდება უკრაინას!“, - წერს პეტრო პოროშენკო. დამოუკიდებელი წყაროებით არ ხერხდება ამ ინფორმაციის დადასტურება. თუმცა, სეპარატისტული ე.წ. ნოვოროსიის სააგენტოები იუწყებიან, რომ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის მახლობლად დასახლებული პუნქტები მასირებულად იბომბებოდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

XS
SM
MD
LG