18 აგვისტოს, გამთენიისას, ხუთსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ბერლინში უკრაინის კრიზისზე გამართული მოლაპარაკებები „რთული“ იყო, თუმცა მიღწეულია „რაღაც პროგრესი“. ბერლინში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები. შტაინმაიერის განცხადებით, ისინი თავიანთი ქვეყნების ლიდერებს მოახსენებენ მოლაპარაკებების პირველი დღის შესახებ და სავარაუდოდ, 18-19 აგვისტოს გადაწყდება - როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.
ყველაზე პოპულარული
1