Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანში გაემგზავრა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ნახიჩევანში ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს გამართავს. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 18 აგვისტოს ირაკლი ალასანია აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდება. შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. 19 აგვისტოს კი დაგეგმილია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა. ირაკლი ალასანია, ზაკირ ჰასანოვი და ისმეთ ილმაზი თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთობლივი დაცვის საკითხებს დაეთმობა. "არავის საწინააღმდეგო ნაბიჯი ეს არ არის. პირიქით, ამგვარი შეთანხმებები კიდევ დამატებით საფუძველს და საყრდენს ქმნის რეგიონალური სტაბილურობის," განაცხადა თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანში გამგზავრების წინ. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრები ასევე შეხვედრას გამართავენ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან.

XS
SM
MD
LG