Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე არ გამორიცხავს რუსეთის მიერ საქართველოსთვის ახალი ემბარგოს დაწესებას


საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე არ გამორიცხავს რუსეთის მიერ საქართველოსთვის ახალი ემბარგოს დაწესებას. მისი შეფასებით, საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღსადგენად, რაც აბაშიძე-კარასინის ფორმატის წარმატებაა, მაგრამ გამორიცხული არც ახალი ემბარგოა. “თუკი ეს განმეორდება, ჩვენ შევეგუებით და მოვერგებით ახალ სიტუაციას" - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ. შეკითხვას, რატომ არ უერთდება საქართველო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ საქართველოს რუსეთთან არ აქვს იმ მასშტაბის ტვირთბრუნვა, რომ სანქციებს აზრი ჰქონდეს. მაია ფანჯიკიძის თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ ბერლინში გვიან ღამით გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. „მაგრამ ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა და სიტუაცია სწორედ ასეთი შეხვედრებით და დიპლომატიური ძალისხმევით უნდა მოგვარდეს“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG