Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა სიტყვით გამოდის ერაყში და მისურიში ვითარების გარშემო


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა შუა ევროპის დროით 22 სააათზე სიტყვით გამოდის. ამ ინფორმაციის გავრცელება მოჰყვასახელმწიფო უშიშროების სფეროში თავის გუნდთან ობამას შეხვედრას, რომელზეც იმსჯელეს ერაყის გარშემო. ობამას ბრძანებით, აშშ-ის ავიაცია ერაყში საჰაეროს თავდასხმებს ახორციელებს ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული რადიკალური გაერთიანების მებრძოლებს წინააღმდეგ. ობამა შეხვდა ასევე გენერალურ პროკურორს, ერიკ ჰოლდერს, რათა პოლიციის მიერ შეუიარაღებელი 18 წლის კაცის მოკვლის გარშემო ესაუბრა. ეს მკვლელობა მოხდა ფერგიუსონში, მისურის შტატში, სადაც საპროტესო გამოსვლების შესაჩერებლად ეროვნული გვარდია განათავსეს.

XS
SM
MD
LG