Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო და პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან


კრემლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თავის უკრაინელ კოლეგას, პეტრო პოროშენკოს შეხვდება 26 აგვისტოს, მინსკში. კრემლის განცხადებით, პუტინი პოროშენკოს შეხვდება, მასთან ერთად კი მოილაპარაკებს ევროკომისიის ისევე, როგორც ევრაზიის საბაჟო კავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ყაზახეთთან და ბელორუსიასთან. პოროშენკომ დაადასტურა ცნობა და თქვა, რომ შეხვედრის მთავარი თემაა აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების სტაბილიზება. პუტინი და პოროშენკო ერთმანეთს არ შეხვედრიან ივნისის შემდეგ. კიევის თანხმად, სამთავრობო ჯარებმა შეაღწიეს ქალაქ ლუგანსკში და იქ აქვთ ბრძოლა სეპარატისტთა რაზმებთან. ეს ერთია იმ ორ ქალაქთაგან, რომლებიც სეპარატისტთა ხელში იყო. გავრცელდა ცნობა, რომ სამთავრობო ძალებმა შეამჭიდროვეს ალყა დონეცკის გარშემო მას მერე, რაც მიმდებარე პატარა ქალაქი დაიკავეს. უკრაინაში პრორუსული სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლისას სულ ორი ათასამდე ადამიანი დაიხოცა.

XS
SM
MD
LG