Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

700-მდე თალიბი მონაწილეობს ქაბულის სამხრეთით მიმდინარე შეტაკებაში


ქაბულის სამხრეთით მდებარე ლოგარის პროვინციაში მიმდინარეობს ავღანელი ჯარისკაცების შეტაკება მეამბოხეებთან. ლოგარის პროვინციის გუბერნატორის, ნიაზ მოჰამად ამირის ინფორმაციით, ბრძოლაში 700-მდე თალიბი მონაწილეობს და მეამბოხეები, როგორც ჩანს, მომზადებული არიან ხანგრძლივი დაპირისპირებისათვის. ხოლო ლოგარის პროვინციის პოლიციის უფროსი, აბდულ ჰაკიმ ესააკზაი აცხადებს, რომ თალიბებს აქვთ მძიმე შეიარაღება და იერიშს ახორციელებენ ჩარხის რაიონზე. ადგილობრივი ოფიციალური პირის მონაცემებით, ბრძოლების შედეგად 20-მდე თალიბი მოკლეს. ამავე წყაროს თანახმად, დაპირისპირება 18 ივლისს, ღამით დაიწყო ბლოკ-პოსტებზე თალიბების თავდასხმით. თალიბანის პრესმდივანი, ზაბიჰულა მუჯაჰიდი ადასტურებს ცნობას, რომ მეამბოხეები იერიშს ახორციელებენ ლოგარში.

XS
SM
MD
LG