Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელდა ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობის ამსახველი ვიდეო


„ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებმა გაავრცელეს ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც ასახულია ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოლის მკვლელობა. მას თავი მოკვეთეს. ჯეიმს ფოლი შეიარაღებულმა პირებმა სირიაში 2012 წლის ნოემბერში გაიტაცეს. ვიდეოს სათაურია - „გზავნილი ამერიკას“. ის სოციალურ ქსელში 19 აგვისტოს განთავსდა. ხუთწუთიან ვიდეო-ჩანაწერში ნათქვამია, რომ ფოლი მოკლეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყის ჩრდილოეთში, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე საჰაერო იერიშის მიტანა ბრძანა.

XS
SM
MD
LG