ღაზის სექტორში 11 პალესტინელი შეიწირა ისრაელის საჰაერო დარტყმებმა. დაღუპულებს შორის არიან მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო ლიდერის, მოჰამედ დეიფის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ისრაელის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, ისრაელმა ღაზაში 60-მდე საჰაერო დარტყმა განახორციელა მას შემდეგ, რაც 19 აგვისტოს დროებითი ზავი დაირღვა და პალესტინელებმა 80-ზე მეტი სარაკეტო იერიში მიიტანეს ისრაელის წინააღმდეგ. კაიროში უშედეგოდ დასრულად მოლაპარაკება ღაზის გარშემო ხანგრძლივი ზავის მისაღწევად. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, ხოლო ეგვიპტე "ღრმა სინანულს“ გამოთქვამს და მხარეებს მოლაპარაკების განახლებისაკენ მოუწოდებს.