Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საჰაერო დარტყმებმა ღაზაში 20 პალესტინელი შეიწირა


ღაზის სექტორში 20 პალესტინელი დაიღუპა და, სულ ცოტა, 120 დაიჭრა ისრაელის იერიშების შედეგად, მხარეებს შორის ზავის ჩაშლის შემდეგ. დაღუპულებს შორის არიან მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო ლიდერის, მუჰამად დეიფის მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟიშვილი. „ჰამასის“ ცნობით, იერიშის დროს დეიფი შინ არ იყო. დეიფი უკვე არაერთხელ გადაურჩა ისრაელის იერიშებს. ღაზის სექტორში სამაშველო სამსახურების პრესმდივნის, აშრაფ ალ-ყუდრას მონაცემებით, დაღუპულებს შორის არის ცხრა ბავშვი. ღაზის გარშემო ძალადობა 19 აგვისტოს განახლდა სამხრეთ ისრაელისთვის რაკეტების დაშენით. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა საპასუხო დარტყმები განახორციელეს. კაიროში კი უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკება ხანგრძლივი ზავის მისაღწევად.

XS
SM
MD
LG