Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას უკრაინა სექტემბერში მოახდენს


სექტემბერში უკრაინა რატიფიცირებას უყოფს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გუშინ პარტია „ბატკივშჩინის“ წევრებთან შეხვედრაზე განიხილა. „ყველამ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რომ ასოცირების შეთანხმება შემდგარიყო. უკრაინაში უკვე აღარ არის დავა იმის თაობაზე, ღირს თუ არა ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის რატიფიცირება“, - განაცხადა პოროშენკომ. მისივე თქმით, უკრაინის პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას სექტემბერში მოახდენს.

XS
SM
MD
LG