Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარიალის ხეობაში დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი


დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი. ყაზბეგის გამგებელზე, გივი ქირიკაშვილზე დაყრდნობით, „ინტერპრესნიუსის“ სააგენტო იუწყება, რომ დაკარგულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი - თურქეთისა. ქირიკაშვილის განმარტებით, ორივე მათგანი ჰესის მშენებლობაზე იყო დასაქმებული და სტიქიის დროს გვირაბში მუშაობდა. ყაზბეგის გამგებლის ინფორმაციით, უკვე დაიწყო გზის გაწმენდითი და მდინარის კალაპოტში გადაყვანის სამუშაოები. დაკარგულთა ძებნის სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც გაწმენდენ გვირაბთან მისასვლელ გზას. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 134-ე კილომეტრზე მეწყერი გუშინ, დაახლოებით 22 საათზე ჩამოწვა.

XS
SM
MD
LG