შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ პაკისტანიდან ავღანეთში მიმავალ ნატოს ჯარებისათვის განკუთვნილ ნავთობმზიდებს და დახოცეს ორი მძღოლი. თავდასხმა 21 აგვისტოს გამთენიისას მოხდა ხაიბერის უკონტროლო რაიონში, რომელიც ფეშავარიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ავღანეთ-პაკისტანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელები მოტოციკლზე ისხდნენ, მათ ჯერ ცეცხლი გაუხსნეს მძღოლებს, შემდეგ კი აალებადი ბომბებით ცეცხლი წაუკიდეს სატვირთო მანქანებს.