Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა „პირდაპირ ინტერვენციას“ უწოდებს რუსეთის მოქმედებას


უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ „პირდაპირი ინტერვენცია“ უწოდა რუსეთის სატვირთო კოლონის შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე. ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული რუსეთის რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა, რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინისაკენ დაიძრა. ჰუმანიტარული კოლონის გადაადგილება გადაწყდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ „დაიღალა იმ მიზეზების მოსმენით, რასაც უკრაინის ხელისუფლება ჰუმანიტარული დახმარების შესაფერხებლად იყენებს.“ უკრაინა აცხადებს, რომ ჰუმანიტარული ტვირთის სარჩულით მოსკოვი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების იარაღით მომარაგებას შეეცდება. როიტერსის ინფორმაციით, 70-მა სატვირთომ გადაკვეთა საზღვარი და მათ პრორუსულად განწყობილი მებრძოლების მცირე ჯგუფი მიაცილებს. საერთაშორისო წითელი ჯვრის ცნობით, კი მისი წარმომადგენლები აღარ მიყვებიან კოლონას „უსაფრთხოების თვალსაზრისით მყიფე მდგომარეობის გამო.“

XS
SM
MD
LG