Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი: ყირიმის ანექსია უკანონობაა


გერმანიის კანცლერი ანგელა მარკელმა, რომელიც ვიზიტადაა კიევში, უკრაინაში ბრძოლების მონაწილე ყველა მხარეს მოუწოდა, შეწყვიტონ ცეცხლი. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ, მერკელმა განაცხადა, რომ მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ორივე მხარე მოინდომებს, მშვიდობას ვერ მიაღწევთ მარტო თქვა მერკელმა. ჩემი ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობას და მე, პირადად, გვსურს ცხადად ვთქვათ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და კეთილდღეობა გერმანიის საგარეო პოლიტიკის არსებითი მიზნებია და რომ ჩვენ გვსურს ერთად მუშაობა, როგორც მეგობრებს. ყირიმის ანექსია უკანონობაა, თქვა მერკელმა. მან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას უწოდა, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ევროპის შიგნით. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება, 26 აგვისტოს მინსკში, წარმატებული იქნება. მინსკში 26 აგვისტოს, რუსეთს უკრაინის, ყაზახეთის და ბელორუსიის ლიდერები და ევროკავშირის წარმომადგენელი ხვდებიან ერთმანეთს 26 აგვისტოს. პორონშენკომ განაცხად, რომ ის სუვერენიტეტს ვერ გაწირავს და რომ მერკელმა მას განუცხადა, რომ ის უკრაინის სუვერენიტეტს, ყირიმის ჩათვლით, მომხრეა. ყირიმი რუსეთმა უკანონოდ დაიკავა მარტში. პოროშენკოს თქმით, მერკელი დაპირდა მას, რომ ევროკავშირი 500 მილიონ ევროს გამოყოფს ომით დაზარალებული რეგიონის აღსადგენად. პოროშენკოს თქმით, მან მარშალის გეგმა გაიხსენა, ეს მერკელის გეგმის დასაწყისია. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამამ და ანგელა მერკელი გუშინ შეთანხმდნენ სატელეფონო საუბრისას, რომ რუსეთის ნაბიჯი, ნებართვის გარეშე შეეყვანა ჰუმანიტარული დახმარების კოლონა უკრაინაში, ვითარების "სახიფათო ესკალაცია" იყო. მერკელის ვიზიტი დაიწყო იმავე დღეს, როცა გერმანიის ვიცე-კანცლერმა, პეტერ გაბრიელმა, განაცხადა, რომ უკრაინის ფედერალიზაცია საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. უკრაინის ოფიციალური პირები კატეგორიული წინააღმდეგი არიან ფედერალიზაციისკენ მოწოდებებისა, რასაც ადრე რუსეთის ლიდერებმა მიმართეს. პეტერ გაბრიელმა ყოველკვირეულ „ველტ ამ ზონტაგს“ უთხრა, რომ გერმანიის დიპლომატები ყველა შესაძლებლობას იყენებენ, რათა არ დაიწყოს უკრაინასა და გერმანიას შორის პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია.

XS
SM
MD
LG