Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სატვირთო მანქანები უკრაინას ტოვებენ


უკრაინიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სატვირთო მანქანები, რომლებმაც ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს აღმოსავლეთ უკრაინაში, ამ ქვეყანას ტოვებენ. დონეცკ-იზვარინოს გამშვებ პუნქტზე ეუთოს სამეთვალყურეო ჯგუფის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლ პიკარმა განაცხადა, რომ 23 აგვიტოს სატვირთო მანქანებმა გადაკვეთეს საზღვარი რუსეთის მიმართულებით და ბევრი კი, უკრაინის მხრიდან საზღვრისკენ მოემართებოდა. სააგენტო ასოშიეიტედ პრესი იტყობინებოდა, რომ 67 მანქანამ დატოვა უკრაინა. 220 მანქანისგან შემდგარი კოლონა უკრაინაში შევიდა კიევის ნებართვის და წითელი ჯვრის კომიტეტის თანხლების გარეშე, როგორ ეს შეთანხმებული იყო. კიევმა რუსეთის ქმედებას ინტერვენცია უწოდა. დასავლეთმა დაგმო უკრაინაში რუსეთის ავტომანქანების ნებართვის გარეშე შესვლა.

XS
SM
MD
LG