Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უნგრეთის ნაკრები79-59 დაამარცხა


24 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დიდი ანგარიშით 79-59 დაამარცხა უნგრეთის ნაკრები. 20 აგვისტოს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან გასვლით თამაშში განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვირას ათქულიანი სხვაობით მაინც უნდა მოეგო, რათა შეენარჩუნებინა ევრობასკეტ 2015-ის ფინალურ ასპარეზობაში მოხვედრის შანსი. საბოლოო ჯამში ქართველმა კალათბურთელებმა 20 ქულიანი სხვაობით სძლიეს სტუმრებს. ქვეჯგუფის ტურნირის ბოლო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები ასევე შინ, პორტუგალიის გუნდთან 27 აგვისტოს გამართვას. ქვეჯგუფის კიდევ ერთი მატჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიმართა, სადაც მასპინძელტა გუნდა 75-61 სძლია პორტუგალიის ნაკრებს.

XS
SM
MD
LG