უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, დონეცკის ცენტრში პრორუსი სეპარატისტების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროების სირცხვილის დერეფანში გატარებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ ეხმაურება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე, რეიჩელ დენბერი თავის ტვიტერის გვერდზე წერს, რომ აღნიშნული ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც „ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა“ და ამ ქმედებით დაირღვა ჟენევის კონვენცია. დონეცკის ცენტრში შეკრებული ჟურნალისტების ინფორმაციით, დონეცკის მცხოვრებნი ტყვედ ჩავარდნილ სამხედროებს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახდნენ, მათ ფაშისტებად მოიხსენიებდნენ და ბოთლებს ესროდნენ.
ყველაზე პოპულარული
1