Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებამ, სულ ცოტა, 11 ადამიანი შეიწირა


ბაღდადში, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. თავდასხმა მიმართული იყო შიიტი მომლოცველების წინააღმდეგ. პოლიციის ცნობით, დაიჭრა, სულ ცოტა, 32 ადამიანი. თავდასხმა მოეწყო სამ დღეში მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, შიიტმა შეიარაღებულმა პირებმა 70 სუნიტი მლოცველი მოკლეს ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფლის მეჩეთში. ამ თავდასხმამ გაამწვავა რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება ერაყში, სადაც მთავრობა აწარმოებს ბრძოლას ექსტრემისტების ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG