Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი 1 სექტემბერს შეხვდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს


ევროკავშირის განცხადებით, ბლოკის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი 1 სექტემბერს ბრიუსელში შეხვდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფის, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად. დაგეგმილი შეხვედრის შესახებ განცხადების ფონია თეირანისათვის რამდენიმე შეკითხვაზე საპასუხოდ მიცემული ვადის ამოწურვა - ეს შკითხვები მას ატომურრი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დაუსვა ბირთვული იარაღის პროგრამაზე ირანში სავარაუდოდ მიმდინარე კვლევასთან დაკავშირებით. ჯერ არ გავრცელებულა ცნობა იმის თაობაზე, მიაწოდა თუ არა თეირანმა ინფორმაცია ატომური ენერგეტიკის სააგენტოს. ეშტონმა და ზარიფმა თავიანთი ბოლო შეხვედრის დროს მოილაპარაკეს, რომ 24 ნოემბრამდე გაგრძელდება ვადა თეირანის ბირთვულ პროგრამაზე ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად. ექვსეულში შედიანი აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი და გერმანია.

XS
SM
MD
LG