Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა შეიწირა 40-ზე მეტი ადამიანი


ერაყში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 43 ადამიანი შეიწირა. ყველაზე დიდი მსხვერპლი, 11 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა შიიტების წინააღმდეგ მიმართულ აფეთქებას აღმოსავლეთ ბაღდადში. ხოლო უმეტესწილად სუნიტებით დასახლებულ უბნებში ხუთი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმები მოეწყო სამ დღეში მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, შიიტმა შეიარაღებულმა პირებმა 70 სუნიტი მლოცველი მოკლეს ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფლის მეჩეთში. ამ თავდასხმამ გაამწვავა რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება ერაყში, სადაც მთავრობა აწარმოებს ბრძოლას ექსტრემისტების ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG