Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ იორკში რუსი ტურისტი დაკავეს ბრუკლინის ხიდის კოშკზე აცოცებისთვის


აშშ-ში ნიუ იორკში დააკავეს რუსი ტურისტი, რომელიც ბრუკლინის ხიდის ერთ-ერთ კოშკზე აცოცდა. 24 წლის იაროსლავ კოლჩინი ხუთი ათასი დოლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ გაუშვეს. ის ხიდის კოშკზე ავიდა სურათების გადასაღებად. ტურისტულ ჯგუფთან ერთად ჩასულ ტურისტს ბრალად წაუყენეს სახიფათო ვითარების შექმნასა და დახურულ ტერიტორიაზე შესვლისთვის. ეს მეორე ინციდენტია ბოლო ხანებში ბრუკლინის ხიდზე. 22 ივლისს იქიდან ამერიკის დროშები ჩამოხსნეს და თეთრი დროშები გამოფინეს. მოგვიანებით დროშები დააბრუნა ორმა გერმანელმა ხელოვანმა, რომლებმაც აქცია განახორციელეს.

XS
SM
MD
LG