Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ინციდენტი მოხდა


გავრცელებული ინფორმაციით, ყირგიზეთის მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს ტაჯიკ მცხოვრებლებს, რომლებიც აპროტესტებდნენ სადაო ტერიტორიაზე საავტომობილო ტრასის მშენებლობის გეგმას. დაიჭრა ოთხი პირი. ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. რადიო თავისუფლებას ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ინციდენტი 25 აგვისტოს ტაჯიკეთის ბობოჯონ გაფურის რაიონში მოხდა. "ინტერფაქსი", თვითმხილველებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მესაზღვრეებმა ყირგიზეთის ლეილეკის რაიონში ორმხრივი ცეცხლი გახსნეს. ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის თანახმად, ცეცხლი მას შემდეგ გაიხსნა, რაც ტაჯიკეთის მესაზღვრეები შეეცადნენ სასაზღვრო საგუშაგოს გახსნას ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვრის ახლოს ტერიტორიაზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

XS
SM
MD
LG