Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: რუსეთის სამხედროები „საგანგებო მისიას“ ასრულებდნენ


უკრაინის განცხადებით, რუსეთის სამხედროები, რომლებიც 25 აგვისტოს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეიპყრეს, უკრაინაში შეცდომით არ იმყოფებოდნენ და „საგანგებო მისიით“ იყვნენ გაგზავნილი. „ეს არ ყოფილა შეცდომა“ - უთხრა არმიის პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ ჟურნალისტებს 26 აგვისტოს. რუსეთის მედია ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურად დატოვებული წარმომადგენლის სიტყვებს - რომ სამხედროებმა შემთხვევით გადაკვეთეს საზღვრის მონაკვეთი, რომელიც აღნიშნული არ იყო. უკრაინის სამხედრო უწყებამ 26 აგვისტოს გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებიც, როგორც ამბობენ, დაკავებული ჯარისკაცებიდან რამდენიმეს ასახავს. უწყება აცხადებს, რომ სამხედროები 98-ე საჰაერო-სადესანტო დანაყოფის პარაშუტისტ-მედესანტეები არიან და ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს გამოძიების ფარგლებში. 25 აგვისტოს უფრო ადრე უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ რუსეთის ძალები, რომლებიც თავს სეპარატისტებად აჩვენებდნენ, რუსეთიდან უკრაინაში შევიდნენ ათი ტანკით და ორი დაჯავშნული მანქანით, თუმცა მათ უკრაინის სამხედროებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ნოვოაზოვსკთან შეაჩერეს. ლისენკოს განცხადებით, ნოვოაზოვსკთან შეტაკებები ახლაც გრძელდება და საავადმყოფოს ცეცხლი აქვს მოკიდებული. ამასთან, ლისენკოს თქმით, 25 აგვისტოს სასაზღვრო პუნქტზე რუსეთის ვერტმფრენებით იერიში განხორციელდა, რასაც ოთხი უკრაინელი მესაზღვრე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG