Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ და პუტინმა მინსკში ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს მინსკში, მრავალმხრივი შეხვედრის წინ. ივნისის შემდეგ ორი პრეზიდენტი პირველად შეხვდა ერთმანეთს. შეხვედრის ფონია გაზრდილი დაძაბულობა უკრაინის აღმოსავლეთში პრო-რუსულად განწყობილი მეამბოხეების მოქმედებების გამო და ასევე კიევის განცხადების გარშემო, რომ 25 აგვისტოს უკრაინაში რუსეთის ძალები შეიჭრნენ. რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი საბაჟო კავშირის სამიტში ასევე მონაწილეობენ ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი და ევროკავშირის მაღალჩინოსნები, მათ შორის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი - რომელთანაც პოროშენკომ 26 აგვისტოს შეხვედრა გამართა. კრემლი არ გამორიცხავს პუტინსა და პოროშენკოს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გამართვას. დღეს უფრო ადრე პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკება მოიტანს შეთანხმებას, რომელიც უკრაინაში მშვიდობას დაამყარებს. მოგვიანებით ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა მოსალოდნელი არ არის.

XS
SM
MD
LG